kvarelicellar.ge
geo
eng
rus
მთავარი
პროდუქცია
გალერეა
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
kvarelicellar.ge
კომპანია - ყვარლის სარდაფი

შპს "ყვარლის სარდაფი" დაარსდა 2001 წელს ყვარლის კონიაკის ქარხნის ბაზაზე, ქინძმარაულის მიკროზონაში, ყვარლის მახლობლად (კახეთი, საქართველო). აქედან დაიწყო ახალი ერა ქარხნის ცხოვრებაში: ქარხანა გადაიარაღდა, განახლდა ტექნოლოგიური ციკლის ყველა ეტაპის შესაბამისად: სრულად განახლდა ყურძნის გადამუშავების ტექნოლოგიები, ღვინის მასალის შენახვის შესაძლებლობები სარდაფში, წითელი და თეთრი ღვინის და ასევე, კონიაკის ჩამოსხმა.

ქარხანაში მიმდინარეობს სპირტიანი სასმელების ხარისხის უმკაცრესი კონტროლი დამზადებისა და ჩამოსხმის ყველა ეტაპზე. ქარხანაში გამოყენებული მოწყობილობები დამზადებულია ევროპული კომპანიების მიერ, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში. განხორციელდა ასევე ღვინის ჩამოსხმის პროცესის კარდინალური ცვლილება. რეგულირდება ღვინის ფერმენტაციის ტემპერატურა, ღვინის მასალის დისტილაციის მთელი ციკლი საკონიაკე სპირტად.

შპს "ყვარლის სარდაფი" ამ ყველაფერს ჰარმონიულად უხამებს ღვინის დამზადების უძველეს ქართულ ტრადიციებს.

შპს "ყვარლის სარდაფს" ღვინოები საექსპორტოდ გააქვს აშშ-ში, უკრაინაში, ჩინეთში, ბელორუსიაში, ჩეხეთსა და აზერბაიჯანში. საკონიაკე სპირტის დისტილაცია მიმდინარეობს შარანტას ტიპის აპარატებზე, რაც მესვეურებს შორის მუდმივი დისკუსიის საგანს წარმოადგენს: ერთნი მიიჩნევენ, რომ უმჯობესია შარანტას ტიპის საწარმოო აპარატებიდან გადავიდეთ მასობრივი წარმოების დანადგარებზე, რაც შეამცირებდა პროდუქციის თვითღირებულებას და შესაძლებლობას მოგვცემდა, საცალოდ გვეწარმოებინა სპირტი, მაგრამ მფლობელების ნაწილი ძველი თაობიდან, ემხრობა რა ტრადიციებს, იმ აზრისაა, რომ ღვინის დისტილაცია უნდა მოხდეს მხოლოდ შარანტას ტიპის პერიოდული მოქმედების ფრანგულ აპარატებზე, სადაც მიიღწევა საკონიაკე სპირტის გამოხდის უმაღლესი ხარისხი, და კონიაკი გავყიდოთ მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმულის სახით.

ღვინის ტექნოლოგიაში მხოლოდ ყვარლის რაიონში მიმდინარეობს დურდოს თერმული დამუშავება წითელი ღვინოების საწარმოებლად, რაც სწრაფი დაღვინების ეფექტს იძლევა. მაგრამ სამარკო ღვინოების (კონტროლირებადი ტერიტორიების ღვინო), როგორიცაა მაგალითად, ქინძმარაული, გამოიყენება ცალსახად მხოლოდ ტრადიციული ტექნოლოგიები.

 

 
ჩვენი პროდუქციის ექსპორტი